მიხაილ ლესინი

ექსპერტიზა: მიხაილ ლესინი ბლაგვი საგნით მიყენებულმა ტრავმამ იმსხვერპლა

მიხაილ ლესინი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოფილი თანაშემწე, პრესის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი და გაზპრომ-მედიას ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ლესინი, ექსპერტიზის თანახმად, თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მას ასევე ტრავმები ჰქონდა კისერზე, მხრებსა და ქვედა კიდურებზე. 57 წლის ლესინი აშშ-ში გარდაცვლილი შარშან იპოვეს.

ლესინის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ის ინფარქტმა იმსხვერპლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი ახლა ვაშინგტონიდან მტკიცებულებებს ელოდება.

ლესინი დიდი ხნის მანძილზე რუსულ მედიაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნა, რომ ლესინმა რუსული მედიისთვის "უზარმაზარი კონტრიბუცია" გასწია.

კომენტარები