ფოთის ნავსადგურის დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65 000 ლარით დააჯარიმეს

ფოთის ნავსადგური
გარემოს დაცვის სამინისტრო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურში გემის მიერ დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა შავ ზღვაში ფეკალური წყლები ჩაღვარა, რის გამოც გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

"ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს", - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში

პორტის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა გამოავლინეს.

 

კომენტარები