სავალდებულო სამხედრო სამსახური

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამხედრო სამსახურის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

0 კომენტარი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა. კომიტეტის თავჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, მათ ამ ეტაპზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

"ერთი მხრივ, გასაგებია და მისასალმებელია, რომ თავდაცვის უწყების მხრიდანაც არის მონდომება, რომ ამ სისტემაზე მოხდეს გადასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რაც კომიტეტის დასკვნაშიც აისახება", - განაცხადა კახიანმა.

კანონპროექტის ავტორის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო რამდენიმე ათას ახალგაზრდას ერთ წელს მხოლოდ იმიტომ აკარგვინებს, რომ ბიუჯეტში ხელფასზე თანამშრომლების ასაყვანად ფული არ აქვთ.

"რეალობა ის არის, რომ სახელმწიფო რამდენიმე ათას ახალგაზრდას საკუთარი ცხოვრების ერთ წელს მხოლოდ იმის გამო აკარგვინებს, რომ თურმე ბიუჯეტში არ აქვთ ფული ხელფასზე თანამშრომლების ასაყვანად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან არავითარი კავშირი აქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები