თურქეთი

ანკარაში მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდა

AP

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მორიგი აფეთქება მოხდა - საერთაშორისო გამოცემები იტყობინებიან, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. თურქული ტელევიზია NTV ამბობს, რომ ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს მოხდა, ათათურქის ხეივანში, სადაც რამდენიმე სამინისტროს შენობაა. აფეთქების შედეგად რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაეკიდა.

გასულ თვეს ტერორისტულ თავდასხმას ანკარაში 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თურქეთში მოქმედი ქურთული სამხედრო ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ აფეთქებასთან მათ კავშირი არ ჰქონიათ. 

კომენტარები