ტერაქტი ანკარაში

The Independent: თურქეთში Facebook და Twitter დაბლოკეს

EPA

The Independent-ის ცნობით, თურქეთში ტერაქტის შემდეგ სოციალური ქსელები (Facebook და Twitter) დაბლოკეს.

გავრცელებული ინფორმაცია The Independent-ს თურქეთიდან ადგილობრივმა წყაროებმა დაუდასტურეს, მათი თქმით, სოციალური მედია ზოგ შემთხვევაში ძალიან ნელა მუშაობდა, ზოგში კი იბლოკებოდა.

გამოცემის ცნობით, TRT ერთადერთი არხი იყო, რომელიც აფეთქების სურათებს აჩვენებდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ავტობუსების გაჩერებაზე, გიუვენ პარკთან, ერთ-ერთი ბიზნესცენტრის სიახლოვეს, ავტომანქანა ააფეთქეს, რომელიც ორ ავტობუსს შორის იდგა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 34 ადამიანი, 125 კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრის ოფისი ტერაქტის ეპიცენტრიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

კომენტარები