რუსეთი

რუსეთის საზღვაო ძალები $25 000-ად დელფინების შეძენას გეგმავს, მიზეზი საიდუმლოა

Kremlin

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხუთი ახალგაზრდა დელფინის შეძენას გეგმავს. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო მზადაა, $25 000 გადაიხადოს ორ მდედრ და სამ მამრ დელფინში, რომელთა სიგრძე 2.3-დან 2.7 მეტრამდე იქნება. დელფინების შეძენის მიზეზი საიდუმლოა, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ყირიმის დელფინების სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობის გასაზრდელად არის საჭირო.

დელფინთა ქვედანაყოფი ადრე უკრაინას ეკუთვნოდა, თუმცა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ის რუსეთის ხელში აღმოჩნდა. ახალგაზრდა დელფინებს წვრთნიან, რათა მათ პოტენციური სამიზნის ვიდეოკამერებით თვალთვალი შეძლონ ან ხომალდის კედელზე მაგნიტების მეშვეობით ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟონ.


ფოტო: US Navy

შავ ზღვაზე დელფინთა ქვედანაყოფები ცივი ომის პერიოდში შეიქმნა. მსგავსი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს. ამერიკული სამხედრო დელფინების ქვედანაყოფი სან-დიეგოშია ბაზირებული. 

რუსული პროგრამისგან განსხვავებით აშშ-ში გაწვრთნილი დელფინები მხოლოდ სათვალთვალო მიზნებით გამოიყენებიან და მათ ბომბების გადატანა და ხომალდებზე მათი მიმაგრება არ უწევთ.

კომენტარები