პენტაგონი: თარხან ბათირაშვილი ლიკვიდირებულია

Reuters

BBC-ს ინფორმაციით, პენტაგონმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილი დაადასტურა.

მათი ინფორმაციით, ბათირაშვილი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს მძიმედ დაშავდა, შემდეგ კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ამერიკას თარხან ბათირაშვილი ყველაზე საშიში ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.

კომენტარები