თბილისის რვა რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

mashable

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, ჩუღურეთის, კრწანისის, გლდანის, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის და ნაძალადევის რაიონებს.

დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბაქოს და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, სადგურის, ნიშნიანიძის და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV-ა და IV-ბ მიკრორაიონების, გლდანის I, VI, VII და VIII მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, მაისურაძის, მიქატაძის, ხერგიანის, ბუგეულის, მოსულიშვილის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ვაკის და საბურთალოს რაიონებში, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ნუცუბიძის, შატილის, ძოწენიძის, ფანასკერტელ-ციციცშვილის, დოლიძის, ლიხაურის, პანკისის, ბალანჩივაძის, ბოლქვაძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, კოსტავას, ნიკოლაძის, ქუჩიშვილის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ბესიკის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჩიტაძის, ჭანტურიას, ფხოვის, ფურცელაძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლინკას, რატევანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები