კრიმინალი

შსს: იგნატოვას საქმეზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალიტ ქეთევან იგნატოვასა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შსს-ს პრესსამსახური ტაბულასთან ჟურნალისტის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს.

ტაბულას ინფორმაციით, გუშინ ღამით, ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლი გაძარცვეს. თავდამსხმელმა იგნატოვა და მისი ქმარი ზაზა ციციშვილი ჯერ დაჭრა, შემდეგ კი, ნაძარცვი წაიღო. გარდა ამისა, მძევლად ჰყავდა აყვანილი მათი მეზობელი.

ქეთევან იგნატოვას და ზაზა ციციშვილის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. ისინი სახლში არიან. როგორც დაზარალებულების შვილმა ტაბულას უთხრა, იგნატოვას ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ციციშვილს კი - ორი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები