ანტიტერორისტული სპეცოპერაცია

ბრიუსელში მეორე დღეა, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს

www.rt.com

მეორე დღეა, ბრიუსელში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

BBC-ის ინფორმაციით, გუშინ სპეცოპერაციის დროს ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა და ოთხი პოლიციელი დაშავდა.

სპეცოპერაცია ბრიუსელის ერთ-ერთ გარეუბანში ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ ჩატარდა.

ბელგიური მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. პოლიცია კიდევ ორ პირს ეძებს.

ცნობისათვის, პარიზში მომხდარ ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები