დაპირისპირება პარლამენტში

დეპუტატმა კარლო კოპალიანმა მიხეილ მაჭავარიანს მიკროფონი ესროლა

სქრინშოთი სხდომიდან
გოგა ხაჩიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანს პერსონალური მიკროფონი ესროლა. 

მანამდე, კოპალიანთან ერთად მაჭავარიანს ომარ ნიშნიანიძეც დაუპირისპირდა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ომარ ნიშნიანიძის გაღიზიანება უმცირესობის წევრის, გიორგი ბარამიძის გამოსვლას მოჰყვა, სადაც ბარამიძე ფარულ ჩანაწერებზე საუბრობდა.

დაპირისპირება კოლეგებისა და მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

კომენტარები