იემენის კრიზისი

იემენში ავიაიერიშებს 41 ადამიანი ემსხვერპლა

voanews.com

იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მიერ ამბოხებულთა წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ჰაჯის პროვინციაში დაიბომბა ბაზრის ტერიტორია.

ჰაჯის ტერიტორიას ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ.

მას შემდეგ, რაც 2015 წლის მარტში კოალიციამ ამბოხებულების წინააღმდეგ შეიარაღებული ოპერაცია დაიწყო, 6 200 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათი ნახევარი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

კომენტარები