ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ისევ გამოსცადა

Reuters

BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომლებიც აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვაში ჩაცვივდა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, ჩრდილოკორეელებმა ამჯერად საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტები გაუშვეს, რომლებმაც 800 კილომეტრი დაფარეს. გამოცემის ინფორმაციით, ამ რაკეტებს მთლიანი სამხრეთ კორეის დაფარვა და იაპონიამდე მიღწევა შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკანასკნელად ბალისტიკური რაკეტები 1 კვირის წინ გამოსცადა. შემდეგ კი, ფხენიანი ვაშინგტონსა და სეულს ბირთვული დარტყმებით ემუქრებოდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. მოგვიანებით კი, გაეროს უშიშროების საბჭომაც დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს.

კომენტარები