ე.წ. სამხრეთ ოსეთი

ე.წ. სამხრეთ ოსეთთან "შეთანხმების" რატიფიცირებას კარასინი უხელმძღვანელებს

AP

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის, სახელმწიფო საზღვრის შესახებ 2015 წლის 18 თებერვალს მოსკოვში გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხების განხილვისას, თავის ოფიციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დანიშნა.

ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება, რომელიც დსთ-ს ქვეყნებთან საზღვრებზე არსებულ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირებისთვის ექსპერტების ერთობლივი ჯუფების მოქმედებებს განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს სწორედ გრიგორი კარასინი ხვდება.

კომენტარები