ძარცვა

ე.წ. მალაკნების ხიდთან მაღაზია გაძარცვეს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ე.წ. მალაკნების ხიდის მიმდებარედ, სასურსათო მაღაზიაში გუშინ, გვიან ღამით ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. გამყიდველმა მათ სავარაუდოდ წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც დაშავდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება და ამ ეტაპზე, მკურნალობას სახლში განაგრძობს.

მაღაზიის სხვა გამყიდველი აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ფულის წაღება შეძლეს.

როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ამ ეტაპზე სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყება მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით იძიებს, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პრესსამსახურის განმარტებით, ამ მუხლით საქმე იმიტომ აღიძრა, რომ თავდამსხმელები მაღაზიის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და არა იარაღის გამოყენებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები