ხანძარი სამებაში

სამებაში ხანძარი ლიკვიდირებულია

editori.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, სამებაში ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, ნარჩენებს აქრობენ. მისივე ცნობით, სტამბის ტერიტორიაზე დამწვარია 1200 კვ.მ. დაზარალებულები არ არიან.

ადგილზე 17 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მას ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები