პირადი კადრები

საპატრიარქო პირად კადრებზე: მიუღებელია ქორწინების გარეშე თანაცხოვრება

news.ge

საქართველოს საპატრიარქო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ტირაჟირებას ეხმაურება. საპატრიარქო გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ.

"ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანული სამყარო, ისევე როგორც ყველა ტრადიციული რელიგია, რა თქმა უნდა, დაიცავს და აკურთხებს მხოლოდ კანონიერ მეუღლეებს შორის სიყვარულისა და ქორწინების საფუძვლებზე დამყარებულ ურთიერთობებს და ყოვლად მიუღებლად თვლის ნებისმიერი სახის სხვა თანაცხოვრებას;

რაც შეეხება მონანულ ადამიანს, მას ეკლესია იწყნარებს და სიყვარულით უღებდა და კვალავაც გაუღებს კარს." - აცხადებს საპატრიარქო.

კომენტარები