ტერაქტები ბრიუსელში

აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროშიც

ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროსადგურ მაელბიკში, ევროკავშირის დაწესებულებებთან ახლოს. არიან დაშავებულები. დაღუპულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. დახურულია დედაქალაქის მთელი მეტროსისტემა.

ბელგიური მედიის ცნობით, აფეთქებები იყო კიდევ ორ - შუმანისა და არტს-ლოის სადგურებზე. 


ფოტო: Twitter / Evan Lamos

დილით აფეთქებები მოხდა ბრიუსელის აეროპორტშიც, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე გამოცხადდა.

კომენტარები