აუქციონი

განმუხურის სანაპირო ზოლი აუქციონზე იყიდება

www.eauction.ge

განმუხურის სანაპირო ზოლი აუქციონზე იყიდება. 33 951 კვადრატული მეტრის ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლება ინვესტორს 2 263 500 ლარად სთავაზობს. აუქციონის გამოცხადების თარიღად ვებგვერდზე 16 მარტია მითითებული, ბოლო თარიღად კი - 30 მარტი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, განმუხურის სანაპირო ზოლი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სურვილით იყიდება. მათი თქმით, ივანიშვილი ბულვარის ტერიტორიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას აპირებს.

ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის თქმით, "ამას თავისი კურატორი ჰყავს, ჩემი სფერო ეს არ არის".

კომენტარები