ბრიუსელის ტერაქტები

EU: ეს ტერაქტები ამყარებს გადაწყვეტილებას, დავიცვათ ევროპული ღირებულებები

ევროკავშირი დღეს ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო. ეს იყო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაზე. ბელგიის მთავრობისა და ბელგიელი ხალხის სულგრძელობის წყალობით ჩვენი საერთო ევროპული ინსტიტუციები სწორედ ბრიუსელში მდებარეობს.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ბელგიას და მზად არიან, ყველა შესაძლო ზომის მიღებით, ერთად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს. 

ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, დავიცვათ ევროპული ღირებულებები და ტოლერანტობა არატოლერანტულების თავდასხმისგან. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და ერთიანები ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები