მამუკა ახვლედიანის გადაყენება

მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას გეგმავს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაცის შექმნას აპირებს. მისი თქმით, "სასამართლო სისტემაში მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს".

მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და მუშაობა მიმდინარეობს.

"ორგანიზაცია იმუშავებს სასამართლოს ანალიტიკასა და სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით. მასში შეიძლება გაერთიანდნენ ყოფილი მოსამართლეები ან თანამშრომლები, იურისტთა წრეები, სამეცნიერო წრეები, ნებისმიერი... არანაირი შეზღუდვა არ არის. შეიძლება, მოქმედი მოსამართლეებიც იყვნენ. ჯერჯერობით, მუშაობა მიდის, ეს არ არის გადაწყვეტილი თემა, ვნახოთ, როგორ განვითარდება. რამდენიმე დღე საფიქრელად დამრჩა", - ამბობს ახვლედიანი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 22 თებერვალს გადააყენა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ფაქტი კანონის დარღვევად შეაფასეს. მათ ახვლედიანის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

კომენტარები