სავჩენკოს საქმე

PACE-მ სავჩენკოს გათავისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ ასამბლეამ ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ტექსტში დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები და დონეცკის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.

რეზოლუცია მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტმა მიიღო. რეზოლუციაში კომიტეტის წევრები, სავჩენკოს და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინელი პატიმრების უკრაინაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ.

"ყველა მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება. განსაკუთრებით იმ პარაგრაფის, რომელიც ეხება ყველა დაკავებული პირის გათავისუფლებასა და ტყვეების გაცვლას. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა, ძალიან ბევრი მათგანი კვლავ დაპატიმრებულია. ისინი იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში, არიან წამების, დამცირების და იძულებითი შრომის მსხვერპლნი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ ნადეჟდა სავჩენკო დონეცკის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა.

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება ლუგანსკის ოლქში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა. უკრაინელი მფრინავი ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის პრორუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

კომენტარები