ბაგა-ბაღები

თანამდებობიდან გათავისუფლებულ დირექტორებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

ShutterStock

თბილისის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელების გათავისუფლებას მხაური მოჰყვა. რამდენიმე დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. სამსახურიდან გათავისუფლებული ბაგ-ბაღების დირექტორები კი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. მათი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბაგა-ბაღები გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ, უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

თავის მხრივ, ბაგა-ბაღების სააგენტოს მართვის დირექტორი ამბობს, რომ თუკი სააღმზრდელო პროცესს ხელი შეეშლება, ყველა თანამშრომელი საბავშვო ბაღის წესდების შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. დღეს გამართულ ბრიფინგზე თემურ თორდინავამ ზოგიერთი დირექტორი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანაში დაადანაშაულა.

ოფიციალური ვერსიით, დირექტორთა გათავისუფლება 2015 წელს ჩატარებულ მონიტორინგს უკავშირდება. როგორც მერია ირწმუნება, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად ბაღებში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები აღმოაჩინეს. 

კომენტარები