ტერორიზმი

პაკისტანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლი 70-მდე გაიზარდა

AFP

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. უკანასკნელი მონაცემებით, გუშინ მომხდარ ტერაქტს 70 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 29 ბავშვი.

BBC-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო სათამაშო მოედანთან აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის ქვედანაყოფმა, "თალიბანის პაკისტანურმა მოძრაობამ" აიღო. მათი ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მთავარი სამიზნე ქრისტიანი მამაკაცები იყვნენ, რომლებიც აღდგომას აღნიშნავდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 300-ზე მეტია, მოსალოდნელია დაღუპულთა რაოდენობის ზრდაც.

კომენტარები