საბაგირო გზა

ათი დღის განმავლობაში, რიყე-ნარიყალას საბაგირო არ იმუშავებს

http://hotels.ltd.ge/

დღეიდან 7 აპრილის ჩათვლით, გეგმურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საბაგირო არ იმუშავებს არც 11 აპრილს, სამუშაოების ჩატარება საბაგირო გზის ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით გახდა საჭირო.

"რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, სავალდებულოა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება, რაც დაადგინა საბაგირო გზის მწარმოებელმა კომპანია ლაიტნერმა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში

კომენტარები