ევროპის სახალხო პარტია

ჯოზეფ დოლი N 9 ციხეში უგულავას, ახალაიას და მერაბიშვილს შეხვდება

maszol.ro

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი დღეს საქართველოში ჩამოვა. ის 30 მარტს, N9 ციხეში გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას შეხვდება. ხვალვე, დაგეგმილია დოლის შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან პარტიის ცენტრალურ ოფისში.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს ტაბახმელაში იუნკრების მემორიალს ყვავილებით შეამკობს, რის შემდეგაც შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები