თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

mashable

დღეისთვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დროებით მიეწოდება. ინფორმაციას, რაიონების მიხედვით, კომპანია თელასი ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 09 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, გუდაუთის, ბაქრაძის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ზაქარიაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე დროის ინტერვალში შეზღუდვა 2 საათით შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მარიჯანის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, ედისის, შუამთის და საცხენისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ბენდელიანის, ვახტანგ ნინუას და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შიო მღვიმელის, ნიკოლაძის და ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, ლაღიძის ჩიხის, ლაღიძის, წულუკიძის, ბოგდან ხმელნიცკის და შანდორ პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები