უკრაინა

პოროშენკო დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში იმყოფება, დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამ უნდა არსებობდეს, სანამ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობა არ აღდგება და ქვეყანას ყირიმი არ დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, დასავლეთი სამართლიანობასა და ღირებულებებს უგულებელყოფს.

პოროშენკოს თქმით, 2014 წლის აპრილის შემდეგ, პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედრო ძალებს შორის ომის ფარგლებში დახოცილია 10 000 ადამიანი, მათ შორის - 2700 უკრაინელი სამხედრო. 1.8 მილიონზე მეტ ადამიანს კი, საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

პოროშენკომ ასევე გაკვირვება გამოხატა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე საერთაშორისო საზოგადოების გულგრილობის გამო.

კომენტარები