ტერორიზმი

თურქეთში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი, დაშავდა

AP

BBC-ის ცნობით, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვეპლა, 20 კი, დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იმყოფება, მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

ერდოღანის თქმით, ტერაქტის უკან „ქურთების სახალხო პარტია" დგას, თუმცა ტერაქტი ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

კომენტარები