სახალხო დამცველის ანგარიში 2015

ომბუდსმენი: უგულავას საქმეზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება პროგრესული იყო

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და პროგრესული იყო. ამის შესახებ ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

"არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იქნა დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით, რომელთა მიმართაც წინასწარი პატიმრობის არაჯეროვანი გამოყენება ქმნიდა სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნებს. ამ მხრივ საგულისხმოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", - წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის სექტემბერში, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები