სახალხო დამცველის ანგარიში 2015

ომბუდსმენი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა მასშტაბური გახდა

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

სახალხო დამცველის შეფასებით, 2015 წლის განმავლობაში მასშტაბური სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ. ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში წერია, რომ დაფიქსირდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებისა და საჯარო ჩვენების, ასევე, პირადი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტები.

"დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას 2016 წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გონივრულად მოკლე ვადებში უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რითაც მნიშვნელოვნად გამკაცრდება სანქციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის", - წერს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები