სახალხო დამცველის ანგარიში 2015

ომბუდსმენი: პრობლემაა რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა. კერძოდ, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია.

"ასევე, საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი. კვლავ სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდებოდა სეკულარიზმის პრინციპის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი, სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ", - ნათქვამია ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები