გორის საკრებულო

გორის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება დაიშალა

გორის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქცია დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. ფრაქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც თავმჯდომარე ნინა ზურაბაშვილმა იგი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი კი, ხმაურიან სხდომებს აანონსებს და გორის მერს უპირისპირდება. 

"გორის საკრებულოში დღეს იყო საკმაოდ ხმაურიანი, საქმიანი, კარგი პროცესი. ყველა შემდეგი საკრებულო იქნება ასეთი, ამის გარანტიას ვპირდები გორელებს იმიტომ, რომ ის ჩამკვდარი სიტუაცია, რაც აქამდე იყო, აღარ გაგრძელდება. ქალაქის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი, მარტივად რომ ავხსნა, ეს არის დინოზავრების პერიოდი დედამიწაზე. ის არ ცხოვრობს ამ ქალაქში, მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქალაქში. მის კისერზე დამოკლეს მახვილი უკვე დადებულია. უნდა აირჩიოს, გამოვა კაბინეტიდან, გავა ქალაქში, გააკეთებს საქმეს და გაინძრევა თუ მის კისერზე დამოკლეს მახვილი დაეშვება და მისი თავი ქალაქში გაგორდება", - თქვა ოქრუაშვილმა.

კომენტარები