მთიანი ყარაბაღი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღში სროლები შეჩერებულია

geopoliticalreview.org

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend.az ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის ხაზზე სროლები შეჩერებულია. სამინისტროს ინფორმაციით, სროლების შეჩერება აზერბაიჯანის მიერ დღის მანძილზე განხორციელებული თავდაცვითი საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად მოხდა. 

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დღის მანძილზე მათ გაანადგურეს ევქსი სომხური ტანკი, 15 საზენიტო დანადგარი, დაჭრილი და დაღუპულია 100 სომეხ არისკაცზე მეტი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული არაა. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ვრცელდება, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაღუპულია 12 აზერბაიჯანელი სამხედრო, სომხური მხრიდან კი დანაკარგი 100-ზე მეტს შეადგენს, თუმცა ამ რიცხვებს სომხეთი უარყოფს. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით.

დღეს განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ უკვე მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კომენტარები