აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია

EPA

კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

"შეერთებული შტატები გმობს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფართომასშტაბიან დარღვევას. მოვუწოდებთ მხარეებს თავი შეიკავონ და აირიდონ მომდევნო ესკალაციები. და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. არასტაბილური სიტუაცია ადგილზე აჩვენებს თუ რატომ უნდა დაიწყონ მხარეებმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით დაუყოვნებლივი მოლაპარაკებების პროცესი კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია."- წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით, ის იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით ემოქმედა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა.

კომენტარები