თვითმკვლელობამდე მიყვანა

მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ სავარაუდოდ თავი მოიკლა

Facebook.com

მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ სავარაუდოდ თავი მოიკლა. შემთხვევა დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა.

როგორც ტაბულას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ჯარიდან დათხოვნაში იყო. მათივე თქმით, ჯარისკაცი საკუთარი სახლის მეზობლად, 50 მეტრში მდებარე ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები