Panama Papers

Panama Papers-ის მასალების გამო, ისლანდიაში პრემიერის გადადგომას ითხოვენ

EPA

ისლანდიაში პრემიერმინისტრის ზიგმუნდურ დავიდ გუნლეგსონის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა. დემონსტრაციები, Panama Papers-ის მასალების გასაჯაროებას მოჰყვა. მასალების თანახმად, პრემიერმინისტრი და მისი მეუღლე ოფშორული კომპანიის Wintris-ის მფლობელები არიან.

გუნლეგსონის თქმით, გასაჯაროებული მასალები ახალს არაფერს შეიცავდა, მის ცოლს ამ კომპანიისგან არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია და ის გადადგომას არ აპირებს.

Panama Papers-ის მასალების თანახმად, ისლანდიის პრემიერმა ოფშორული კომპანია Wintris-ი 2007 წელს შეიძინა. მოგვიანებით, მან კომპანიის აქციების 50% საკუთარ მეუღლეს, რომელიც ასევე კომპანიის დარჩენილ 50%-ს ფლობდა, ერთ ამერიკულ დოლარად მიყიდა.

აღნიშნულმა კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა. სასამართლო ჩანაწერების თანახმად, Wintris-ს შეხება იმ ობლიგაციებთან ჰქონდა, რომლებსაც 2008 წელს გაკოტრებული სამი ბანკი უშვებდა.

კომენტარები