Panama Papers

ისლანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ისლანდიის პრემიერმინისტრი ზიგმუნდურ გუნლეგსონი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გუნლეგსონის გადადგომა Panama Papers-ის მასალებს უკავშირდება. პრემიერმინისტრის თანამდებობას სოფლის მეურნეობის მინისტრი სიგურორ იოჰანსონი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ გუნლეგსონმა პრეზიდენტს მთავრობისა და პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სთხოვა, თუმცა, პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონისგან უარი მიიღო. გრიმსონის თქმით, მას კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გაევლო.

ისლანდიაში პრემიერმინისტრის ზიგმუნდურ დავიდ გუნლეგსონის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა. დემონსტრაციები, Panama Papers-ის მასალების გასაჯაროებას მოჰყვა. მასალების თანახმად, პრემიერმინისტრი და მისი მეუღლე ოფშორული კომპანიის Wintris-ის მფლობელები არიან.

Panama Papers-ის მასალების თანახმად, ისლანდიის პრემიერმა ოფშორული კომპანია Wintris-ი 2007 წელს შეიძინა. მოგვიანებით, მან კომპანიის აქციების 50% საკუთარ მეუღლეს, რომელიც ასევე კომპანიის დარჩენილ 50%-ს ფლობდა, ერთ ამერიკულ დოლარად მიყიდა.

აღნიშნულმა კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა. სასამართლო ჩანაწერების თანახმად, Wintris-ს შეხება იმ ობლიგაციებთან ჰქონდა, რომლებსაც 2008 წელს სამი გაკოტრებული ბანკი უშვებდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები