რუსეთი-სომხეთი

რუსეთი სომხეთს რუსული იარაღის შესასყიდად 200 მილიონ დოლარს ასესხებს

wikipedia.org

რუსეთი სომხეთს რუსული იარაღის შესასყიდად 200 მილიონ დოლარს ასესხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი რუსეთისგან კრედიტს საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და სხვა იარაღების შესაძენად 10 წლის ვადით აიღებს. 

კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტის, სერგეი მინასიანის თქმით, რუსეთისგან ახალი იარაღების შესყიდვა სავარაუდოდ მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაძაბულობას გაზრდის.

 

კომენტარები