პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თანამდებობა დატოვა

primetimenews.ge

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კვერენჩხილაძე აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კვერენჩხილაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაახლოებით 2 კვირის წინ დაწერა.

კომენტარები