გაზპრომთან მოლაპარაკებები

Gazprom-ი საქართველოს პირობებს დათანხმდა, სომხეთში ტრანზიტის პირობები უცვლელია

gazprom.com

რუსულმა ენერგოგიგანტმა Gazprom-მა საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი კონტრაქტით უცვლელი დარჩება რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ტარიფი, რის შედეგადაც საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს უსასყიდლოდ მიიღებს. უკვე მზად არის რუსული მხარის მიერ მოწონებული კონტაქტის ტექსტი, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება, რის შემდგეაც მას ქართული და რუსული მხარეები ხელს მოაწერენ, ამის შესახებ ტაბულას ენერგეტიკის სამინისტროს პრესასახურიდან აცნობეს.

Gazprom-ი საქართველოსგან ტრანზიტის საფასურის შეცვლას მონეტიზაციით მოითხოვდა, რაც საქართველოს წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა. მოლაპარაკებათა მსვლელობა მარტის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანიის სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

აზერბაიჯანთან კონტრაქტის გაფორმებამდე ქართული მხარის პოზიცია გაზპრმთან ერთმნიშვნელოვანი არ ყოფლა. ენერგეტიკის მინისტრი რუსეთის "ულტიმატუმზე“ საუბრობდა და მიანიშნებდა, რომ საქართველოს შესაძლოა, ამ წამგებიან პირობაზე დათანხმება დასჭირვებოდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა კი თებერვალში ტაბულას კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქვეყნისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ როგორი გადახდის წესით მიიღებდა ქვეყანა ტრანზიტის ანაზღაურებას. ვალიშვილი იმასაც ამბობდა, რომ თანამედროვე პრაქტიკა მონეტიზაციაზე გადასვლას გულისხმობდა.

კომენტარები