Panama Papers

პანამა ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის გასაზრდელად მუშაობას იწყებს

ხუან კარლოს ვარელა
AFP

პანამის მთავრობა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შექმნას გეგმავს, რათა ქვეყანაში ფინანსური სექტორის გამჭვირვალობა გაუმჯობესდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი პანამური იურიდიული კომპანიიდან, Mossack Fonseca-დან გაჟონა დოკუმენტებმა, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანია ზოგიერთ კლიენტს ეხმარებოდა გადასახადებისა და სანქციებისგან თავის არიდებაში.

პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ თქვა, რომ ქვეყანა ითანამშრომლებს სხვა ქვეყნებთან, რათა ყველა დანაშაული გამოაშკარავდეს.

"პანამის მთავრობა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაურობით, შექმნის პანამელი და საერთაშორისო ექსპერტების დამოუკიდებელ კომისიას", - თქვა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება Mossack Fonseca-ს, იურიდიული ფირმის პარტნიორმა რამონ ფონსეკამ განაცხადა, რომ დოკუმენტები კომპანიის შიგნიდან არ გაჟონილა. მისი თქმით, კომპანიის ბაზები გატეხილია საზღვარგარეთის სერვერებით.

ცნობისათვის, 4 აპრილს გავრცელდა ჟურნალისტური გამოძიება Panama Papers-ის მასალები, რომლებშიც მსოფლიოს 72 სახელმწიფოს მოქმედი ან ყოფილი მეთაურის ქონებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ქონებასაც ეხება. გამოძიება იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს დოკუმენტაციას ეყრდნობა.

კომენტარები