საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე სამეფო სახლის მეთაურს შეხვდა

საპარტნიორო ფონდი / საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოს სამეფო სახლის მეთაურ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს შეხვდა. საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმარი საპარტნიორო ფონდის პრიორიტეტებითა და სამოქმედო სტრატეგიით დაინტერესდა. დავით საგანელიძემ მას ფონდის მანდატი და ის პროექტები გააცნო, რომელსაც ფონდი სხვადასხვა სექტორში ახორციელებს. დავით საგანელიძემ და დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე მოსაზრებები გაცვალეს.

კომენტარები