ქართული როკ-მუსიკა

ქართველი როკ-მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა

newposts.ge

ქართველი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ „ბერმუხას“ დამაარსებელი, ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა. მუსიკოსი ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. ბაჩი ქიტიაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელიც საბჭოთა კავშირში აკრძალულ მუსიკას ასრულებდა. ჯგუფი "ბერმუხა " რომელიც ჯერ კიდევ 1965 წელს შეიქმნა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირიში პირველი ჯგუფი იყო, რომელმაც აკრძალული როკ-მუსიკა შემოიტანა. ჯგუფი წლების განმვალობაში ასრულებდა როგორც ცნობილ უცხოურ ჰიტებს, ასევე საკუთარ კომპოზიციებს. მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს შორისაა, "არწივი“, "დღეს ჩვენ ერთად ვართ“ და სხვები.

კომენტარები