NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირის წევრობა მისაღებია: 2016 - 77%, 2015 - 61%, 2013 - 85%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე - მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითი მაჩვენებელი, 2015 წლის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, 77%-მდეა გაზრდილი. აგვისტოში მისაღები 61%-სთვის იყო. ამასთან, გამოკითხულთა 86%-ს აქვს ინფორმაცია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ, 84% კი ამას მხარს უჭერს.

მათი რიცხვი კი, ვინც ევროინტეგრაციას მიუღებლად მიიჩნევს, აგვისტოს კვლევასთან შედარებით 6 პუნქტითაა შემცირებული და 14%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბრის გამოკითხვაში ევროინტეგრაციას მხარს 85% უჭერდა. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები