NDI-ის ანგარიში

NDI: გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

ვლადიმირ პუტინი
newsweek

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. კვლევაში მონაწილეთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე - ისლამური სახელმწიფოა, ხოლო 7%-ის აზრით - აშშ.

NDI-ის გამოკითხულთა 5% საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თურქეთს თვლის, 2% - NATO-ს, 1-1% - სომხეთს, ევროკავშირს და ევრაზიულ კავშირს. კვლევაში მონაწილეთა 27%-მა არ იცის, რომელი ქვეყანა/ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები