მოსკოვის საპატრიარქო

პატრიარქმა კირილმა ФСБ-ს აკადემიასთან ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი აკურთხა

0 კომენტარი
პატრიარქი კირილი და დაჯილდოებული ნიკალაი პატრუშევი ფოტო: patriarchia.ru

კვირას, 10 აპრილს, რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის პატრიარქმა კირილმა ФСБ-ს აკადემიასთან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა და ახლადნაკურთხ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა. რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, ტაძარი ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის) ხელმძღვანელობის ინიციატივით აიგო.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი; ФСБ-ს აკადემიის უფროსი ვიქტორ ოსტრუხოვი; რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი, სხვებთან ერთად.

ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის პატრიარქმა ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის სერგი რადონეჟელის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები