რომის პაპი საქართველოში

ისაკაძე: პაპი ეშმაკის მსახურზე უარესია, ის კომედიანტმა პრეზიდენტმა მოიწვია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, დავით ისაკაძე, რომის პაპის დაანონსებულ ვიზიტს დასავლეთის ტესტს უწოდებს. ქადაგებაში მღვდელი პაპ ფრანცისკეს ეშმაკის პირველმსახურზე უარესს უწოდებს, ხოლო მის მომწვევს, საქართველოს პრეზიდენტს, კომედიანტს.

მიუხედავად იმისა, რომ პაპის მომწვევთა შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, ისაკაძე ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ პონტიფექსის საქართველოში ჩამოსვლას არ დაუშვებს ან "სამარცხვინოდ" დაამთავრებს. 

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბერში თითქოს საქართველოს უნდა ეწვიოს რომი პაპი. ჩვენ ვიცოდით, რომ დაგეგმილი იყო მისი ვიზიტი აზერბაიჯანში... რა თქმა უნდა თუ ეს ვიზიტი შედგა იქნება დიდი განსაცდელი ჩვენი ქვეყნისთვის. წარმოიდგინეთ, რომ უდიდესი ჯადოქარი, პირველმსახური ეშმაკისა ჩამოვიდა საქართველოში. აი მასზე აღმატებულია თავისი მსახურებით ბოროტი სულის მიმართ რომის პაპი და თვითონ პაპიზმის სული. 

ამდენად რა თქმა უნდა ეს დიდი განსაცდელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. პირველი რაც მე აზრად მომივიდა, როცა ეს ინფორმაცია მოვისმინე: ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის თავისებური ტესტი. დასავლეთი გეგმავს ახალ ტესტს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. როგორ შევხვდებით ჩვენ რომის პაპის ვიზიტს?! შევხვდებით უარყოფითად თუ შევხვდებით დადებითად. თუ ჩვენ შევხვდებით უარყოფითად, მაშინვე კრემლის აგენტებად გამოგვაცხადებენ ყველას. 

მაშინვე დაიწყებენ, რომ აი ესენი რუსეთელები არიან და ევროპული არ მოსწონთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვატიკანი, რომელიც პედოფილიის ცოდვაში ცურავს და კორუფციის ჭაობშია ჩავარდნილი და მისი დირექტორი, პრემიერი თუ რა დავარქვათ არ ვიცი, ამ კომედიანტს, რომელსაც რომის პაპი ჰქვია, რომესაც იწვევს მეორე კომედიანტი საქართველოდან პლასტერინის პრეზიდენტი, ესენი არიან რიგითი მსახიობები გამოცდილი რეჟისორის ხელში. ეს რეჟისორი აი ამ ტესტს ამზადებს საქართვლოსთვის. ჩვენ უნდა ვთქვათ პირდაპირ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამ პაპის ვიზიტი ისეთივე სასირცხვილოდ დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა იიოანე პავლე მერის ჩამოსვლის დროს. გამოხედვა რომ აღარ უნდოდათ საქართველოსკენ, აი ასევე დამთავრდება. თუ ეს ვიზიტი საერთოდ შედგა, აი ამას ვპირდებით ჩვენ მათ ვინც ორგანიზება უწევს პაპის ვიზიტს საქათველოში", - ამბობს ისაკაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით პაპი ფრანცისკე საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.

იხილეთ საპატრიარქოს კომენტარი ისაკაძის ქადაგებასთან დაკავშირებით.

კომენტარები