Freedom House

Freedom House: R2-ის საქმეზე შეიმჩნეოდა პოლიტიკური ზეწოლის ელემენტები

ფრიდომ ჰაუსის 2015 წლის შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში გასულ წელს შეინიშნებოდა როგორც პროგრესი, ასევე სტაგნაცია და რეგრესიც კი.

"პოზიტიურად ვაფასებთ, 2015 წელს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდილ ნიშნებს, ასევე შესამჩნევი იყო ყოფილი ხელისუფლების, ენმ-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესების დაწყების შენელება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ქართული სასამართლო სისტემის სტრუქტურული დამოუკიდებლობა და პრაქტიკულობა მეტწილად შენარჩუნებული იყო. თუმცა, ასევე შეინიშნებოდა სტაგნაციისა და შესაძლო რეგრესის ნიშნები, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების კუთხით, იმ დროს, როდესაც ქართული მედია რჩება მრავალფეროვანი და პლურალისტური, მთავარი ოპოზიციური მედიის რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე, შეიმჩნეოდა აშკარა პოლიტიკური ზეწოლის ელემენტები, მმართველი კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან", - წერია დოკუმენტში.

კომენტარები