ეკონომიკური ზრდა

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა

0 კომენტარი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ფონდის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5% იქნება 2017 წელს კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5% იქნება. ფონდი 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით 2016 - 2017 წლებში საქართველოსთვის 3% და 5%-იან ზრდას ელოდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება რეგიონში გაუარესებულმა მოლოდინებმა გამოიწვია.

საქართველოს მთავრობა წელს 3%-იან ზრდას ელოდება, რაც ფონდის პროგნოზს 0.5%-ით აღემატება. რაც შეეხება ფასებს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოში სამომხარებლო ფასების ცვლილება (ინფლაცია) 4.3% იქნება 2017 წელს კი ინფლაციის პროგნოზი 4.5% იქნება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი წელს 4.5%-5%-იან ინფლაციას ელოდება. 

IMF რეგიონის ქვეყნებიდან რამდენიმეში უარყოფით ეკონომიკურ ზრდას ელოდება, მათ შორისაა რუსეთი და აზერბაიჯანიც, რაც სავარაუდოდ საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - (-1.8%)
  • აზერბაიჯანი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - (-3%)
  • ბელორუსი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - (-2.7%)
  • ყაზახეთი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - 0.8%
  • სომხეთი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - 1.8%
  • უკრაინა 2016 წელი მშპ-ის ზრდა - 1.5%

2016 წლის საქართველოს ბიუჯეტი 3%-იან ზრდის პროგნოზს ეფუძნება, თუ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა 3%-ზე ნაკლები იქნა ამან ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები